კურსის სრული ინფორმაცია
კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საკითხს კლინიკური ნევროლოგიიდან: ძირითად ნეიროანატომიას, ნეიროფიზიოლოგიას, ნევროლოგიურ დაავადებებს, დიაგნოსტიკურ კვლევებსა (MRI, CT, EEG) და მკურნალობის სტრატეგიებს.
🎓კურსის ხელმძღვანელია ექიმი ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მარიამ კეკენაძე
📍ფორმატი - ონლაინ
📍ხანგრძლივობა - 2 თვე (18 შეხვედრა)
📍შეხვედრების ჩანაწერებსა და სასწავლო მასალაზე წვდომა გექნებათ შეუზღუდავი დროით
📍გადმოგეცემათ იურიდიულად დამოწმებული, კურსის გავლის დამადასტურებელი, ორ ენოვანი სერტიფიკატი
📩რეგისტრაციისთვის დააკლიკე ზემოთ არსებულ ლურჯ ღილაკს "მოგვწერე"
საკურსო მასალები / სილაბუსი
საკურსო მასალები / სილაბუსი
წვდომა დამატებით საკურსო მასალებზე და რესურსებზე
შეფასებები (3)
ლია ბარდაველიძე
დიდი მადლობა ამ კურსის შექმნისთვის, დიდი მადლობა მარიამის აღმოჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვესწრებოდი ლექციებს, ეს ჩანაწერები რაც დამრჩა ჩემი სიმდიდრეა. მადლობა ყველაფრისთვის, კიდევ ბევრი წარმატება და ბევრი წარმატებული პროექტი თქვენს გუნდს, ვთვლი რომ საოცარ საქმეს ემსახურებით.
მაკა ჩაგუნავა
ძალიან საინტერესო იყო კურსი, ვინაიდან გადაუდებელი სამედიცინო სამსახური მოითხოვს სწრაფ და სწორ გადაწყვეტილების მიღებას ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გამევლო კურსი (კარდიოლოგია, ნევროლოგია) და ნამდვილად სწორი იყო. მადლობა და ჩემი უდიდესი რეკომენდაცია თქვენ.
ანა ჩოჩია
კურსი იყო მოცემული საინტერესო და საჭირო თემებით. აუცილებელი ზოგადი ცნობიერებისთვის მედიცინის სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისთვის და ასევე ნევროლოგებისთვისაც. მადლობთ სასიამოვნო და საინტერესო ლექციებისთვის.